სიახლე
ფერადი ლენტები კარზე - ბედნიერების სიმბოლო
მარნეულის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრ ადგილას შეხვდებით კარზე გაკეთებულ ფერად ლენტებს, რასაც ადგილობრივები სიხარულის და ბედნიერების ნიშნად ამაგრებენ.

როგორც ჩანს, მარნეულში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მისი მნიშვნელობა არასწორად გაიგო და საჯაროდ, სოციალურ ქსელში, პოსტიც კი დაწერა, სადაც საუბრობს, რომ მსგავს ნაჭრებს მხოლოდ იმიტომ შევხვდებით მარნეულში, რომ იმ სახლში ვინმე დასაქორწინებელია.  ხაზს უსვამს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევას და წერს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მარნეულში 341-მა გოგომ სკოლა ქორწინების მიზნით დატოვა.

პოსტის ავტორი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ადგილობრივებისგან მიიღო. 



ვინმე ელენეს პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ფლატფორმა "სალამის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ელნურ ალისოი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პოსტის დამწერს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია წითელი ლენტების შესახებ, რომელიც სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების გამოხატულებაა.






„ჩემი აზრით, ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანულენოვან უმცირესობებს შორის კულტურული ურთიერთობები არ არის, ძალიან მცირეა და ამიტომაც არ იცნობენ ხოლმე ერთმანეთის კულტურას. უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ სამოქალაქო თუ კულტურულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ ინტეგრაცია ცალმხრივი არ უნდა იყოს. ეთნიკურად ქართველებმა არ იციან ხოლმე აზერბაიჯანელების შესახებ და ეს ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ თუ რას ნიშნავდა წითელი ლენტი. ლენტს მანამდე არ ხსნიან, ვიდრე ფერი არ შეეცვლება, ეს ქცევის წესად დარჩა. უბრალოდ ლენტი არის სიხარულის, სიიყვარულის, ლხინის სიმბოლოსავით“

საკუთარი აზრი გამოხატა კიდევ ერთმა მოქალაქემ აიდან იუსუბოვამ და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. 



ვინაიდან, მთავარი პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია "წითელ ლენტებზე" ადგილობრივებისგან გაიგო, ჩვენ  რამდენიმე მარნეულელი ჩავწერეთ, რომლებიც ფერად ლენტებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ. 


"როცა შვილები იზრდებიან და ქორწინდებიან, მაშინ ჭიშკარზე წითელ ლენტს ვაბამთ. წითელი ლენტი ასევე ბარაქის და ბედნიერების ნიშნად ითვლება".

(თამაშა გურბანოვა)

"წითელ ლენტს რომელ კარზეც შენიშნავთ, ესეიგი იმ სახლში ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, კარგი დღე იყო".
(ლამია ჰუსეინოვა)

"ძველი დროიდანვე წითელი ფერი სიწმინდის და ბარაქის ნიშანი იყო ამიტომაც ქორწილის დღეს ჭიშკარზე წითელ ლენტს ვაბავთ".
(მუქაფატ გარაჯაევა)

გარეკანის ფოტო:კიუბრა გარაჯაევა

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია