სიახლე
მერიამ 300 სანაგვე კონტეინერის შესაძენად 300 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ 300 სანაგვე ურნის შესაძენად 300 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს კოროზიისადმი მდგრადი ცხლად მოთუთიებული ფურცლოვანი ლითონისაგან.

შპს „სუფთა მარნეულში“ გვეუბნებიან, რომ ახალი კონტეინერები ძირითადად ქალაქ მარნეულში განთავსდება, ვინაიდან, ახლანდელი ურნების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული.

მარნეულის მერიამ აღნიშნული ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება პრეტენდენტებს 15-დან 18 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სანაგვე კონტეინერები მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში მოაწოდოს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია