მარნეული
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში რაშან ზიადალიევის საქმეს განიხილავენ

დღეს, 11 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში რაშან ზიადალიევის საქმეს განიხილავენ.
რაშანს მარნეულის პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა 4 პირის დაკითხვის შუამდგომლობა რომელთაგან ოთხივე მარნეულის პოლიციის თანამშრომლები არიან.

საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ორმა პოლიციელმა რაშანი გააჩერა, ხოლო მას შემდეგ რაც მან პოლიციის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია დამატებით ორი თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო.

დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ოთხივე მოწმის დაკითხვას.
დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა საქმის მასალების გადაცემა, ვინაიდან მათ მასალებზე წვდომა აქამდე არ ჰქონდათ.

ამ წუთებში სასამართლომ 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

რაშან ზიადალიევის საქმეს მოსამართლე პაატა ფხალაძე განიხილავს.

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია