რაშან ზიადალიევი სასამართლომ გაამართლა
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, სასამართლომ გაამართლა. დღეს, 11 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში რაშან ზიადალიევის საქმე განიხილეს.

მას მარნეულის პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რაშან ზიადალიევის საქმეს მოსამართლე პაატა ფხალაძე განიხილავდა.

აქტივისტის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი იცავდა.

" რაშან ზიადალიევი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მას არც შეურაცხჰყოფა მიუყენებია პოლიციელისთვის და არც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ჰქონია ადგილი"-წერს ადვოკატი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე

გთავაზობთ ფეისბუქ ლაივს ბოლნისის რაიონული სასამართლოდან:



მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი 8 თებერვალს, საღამოს საათებში, პოლიციის სამმართველოში დაუმორჩილებლობის გამო გადაიყვანეს.
Print