სიახლე
სოკარი მარნეულში 1 800 000 ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსის აშენებას გეგმავს
ნავთობკომპანია სოკარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის აშენებას გეგმავს.

სოკარის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 თებერვალს, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ გაავრცელა.

მერის მოადგილემ განმარტა, რომ სოკარი სოფელ ყიზილაჯლოში სპორტულ კომპლექსს მუნიციპალურ ტერიტორიაზე ააშენებს, შემდეგ კი მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცემს.

სოკარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის აშენებას 1 800 000 ლარად გეგმავს.

რადიო „მარენული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია