სიახლე
ვინ ატარებს დროს უფრო ნაყოფიერად - ქალაქ მარნეულში თუ სოფელ თაქალოში მცხოვები ახალგაზრდები?
რა თქმა უნდა, ყველას საქმე გვაქვს, მაგრამ დღის განმავლობაში რამდენიმე საათი თავისუფალი დრო მაინც გვრჩება. როგორ ვიყენებთ თავისუფალი დროს? ეს ადამიანების ჩვევებისგან, საცხოვრებელი ადგილისგან, შესაძლებლობებისგან გამომდინარე იცვლება. 17 წლის ჰულჰაიათი მარნეულში ცხოვრობს. მას წიგნის კითხვა მოსწონს და დღის განმავლობაში სხვადასხვა ფილმს უყურებს.

„თავისუფალი დრო როცა მაქვს მეგობრებს ვხვდები, კურსებზე დავდივარ, კაფეში ვზივართ და ვსაუბრობთ, სპორტით ვარ დაკავებული. იმიტომ, რომ გარშემო გოგოები არ არიან დაკავებულნი სპორტით ეს კი კომპლექსს ქმნის. ხანდახან ოჯახთან ერთად თბილისში მივდივართ საქმეებსაც ვაგვარებ და თან ოჯახთან ერთად დროს ვატარებ“

როზა აბასოვაც მარნეულში ცხოვრობს. ამბობს, რომ თავისუფალ დროს შედეგიანად ატარებს. წიგნს კითხულობს, ოჯახთან ერთად თბილისში მიდის და საყიდლებზე დადის.

„ძირითადად წიგნს ვკითხულობ. მეგობრების უმეტესობა უცხოეთში ცხოვრობს და მე მათთან მხოლოდ სოციალური ქსელით ვლაპარაკობ. როცა ვხვდებით ერთმანეთს კაფეში მივდივართ და ვერთობით“

ქალაქ მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდებისგან განსხვავებით სოფელ თაქალოში მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე აბდულლა თავისუფალ დროს სკოლის სპორტულ მოედანზე, მეგობრებთან ერთად ატარებს და ფეხბურთსს თამაშობს. მარნეულისგან განსხვავებით, სოფელში კაფე არა არის და ახალგაზრდები ერთმანეთის სახლში იკრიბებიან, საუბრობენ, ჩაის სვამენ და დროს ასე ატარებენ.

„თბილისში ხშირად არ დავდივარ, მხოლოდ პროტუქდის გასაყიდად მივდივარ“



გულხანუმ ჯაფაროვაც თაქალოში ცხოვრობს და მოსამზადებელ კურსზე დადის. ახლა აბიტურიენტია და თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება.

„თავისუფალი დრო როცა მაქვს, მარნეულში მდებარე ბიბლიოთეკიდან წიგნები გამომაქვს და ვკითხულობ. ხანდახან მარნულში დაქალებს ვხვდები და კაფეში მივდივართ, დროს ვატარებთ. სოფელში სპორტით რომ დაკავდეს გოგო, ამას ცუდად უყურებენ და ამიტომ არ დავდივარ“.

შეიძლება ითქვას, რომ სოფელ თაქალოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით, ქალაქ მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდები დროს უფრო შედეგიანად ატარებენ.



რადიო "მარნეული"

ჯასურ ჰაჯიევი

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია