სიახლე
თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა
თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა. აღნიშნულ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი დღეს, 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

რადიო "მარნეული" ამდრომდე ცდილოს აბაზოვთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა. მას მარნეულის მერის თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა.

აბაზოვს 2018 წლის 14 ივნისს, პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი ის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია