სიახლე
როცა ხედავ, მაგრამ ვერ ხედავ - სურიკ ჩიჩიანის ისტორია
მარნეულში, ისევე, როგორც სხვაგან საქართველოში, არაერთი უსინათლო ცხოვრობს. ბევრი მათგანი საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება. სურიკ ჩიჩიანი გამონაკლისია. ის ერთადერთი უსინათლოა მარნეულში, ვინც უმაღლესი განათლების მიღება შეძლო. ისტორიის მასწავლებლად მუშაობა ვერ მოახერხა, ჩვეულებრივ სკოლაში არ გამოუვიდოდა, უსინათლოთა და მცირედ მხედველთა სკოლა კი მხოლოდ თბილისშია, სურიკს კი მარნეულის დატოვება არ უნდოდა. მისი სურვილი, საკუთარი ადგილი ეპოვა საზოგადოებაში იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსის მომავალზე ოცნებას მედ ძმის დიპლომის და უნარების ცხოვრებაში გამოყენება არჩია. სამკურნალო მასაჟის კეთებით თავსაც ირჩენდა და ოჯახსაც არჩენდა. სოციალურად აქტიურმა ცხოვრებამ რადიო „მარნეულადმე“ მოიყვანა. ახლა ეთერში შშმ პირთა უფლებებზე საუბრობს. უნდა, რომ საზოგადოებას გააგებინოს, მათ შეცოდება და გულმოწყალება კი არა, თანასწორად მიღება სჭირდებათ.

ცნობისმოყვარეობამ ცხოვრებაში ბევრი რამ ასწავლა და შეაძლებინა, ამიტომ აქტიური დღის განრიგი აქვს, რომელიც აუცილებლად ეთმობა მის ორ შვილიშვილს.

როცა ხედავ, მაგრამ ვერ ხედავ - სურიკ ჩიჩიანის ცხოვრება რამდენიმე სიტყვით რომ გადმოვცეთ, ზუსტად ასე ჟღერს. დანარჩენს კი ვიდეოისტორიით მოგიყვებით.




რა
დიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები