სიახლე
თაქალოს სკოლასთან ტრამპლინის მოწყობაზე მერიამ წლების წინ უარი თქვა, მოსახლეობა კი საჭიროებას კვლავ ხედავს
სოფელ თაქალოს მცხოვრებლები ტრამპლინის არ არსებობის გამო ჩივიან. ამბობენ, რომ ავტომობილები საკმაოდ სწრაფად დადიან. სკოლა კი სწორედ გზისპირზე მდებარეობს და ფიქრობენ, რომ ყოველდღიურად დგებიან საფრთხის წინაშე.

ადგილობრივებმა 2013-2014 წლებში, ტრამპლინის მოწყობის თაობაზე მერიას მიამრთეს და წერილი შეიტანეს, თუმცა პასუხი უარყოფითი მოვიდა. თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ მათთვის სასურველ ადგილზე ტრამპლინის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან, გზა სარწყავ არხთან ახლოს მდებარეობს და ქვეითებისთვის ტროტუარი არ არსებობს. ტრამპპლინის გაკეთება კი ავტოსაგზაოშემთხვევებს გაზრდის.

თაქალოელები ამბობენ, რომ წლების შედეგ არაფერი შეცლილა, პრობლემა ისევ აწუხებთ და მუდმივი შიში აქვთ.

„შვილები ყოველდღე საფრთხის წინაშე დგანან. სოფლის მცხოვრებლების ყველაზე დიდი სურვილი სკოლის წინ ტრამპლინის გაკეთებაა. მართალია, ჩვენი მოთხოვნა არ მიიღეს, მაგრამ ტრამპლინის გაკეთება თუ შეუძლებელია დარწუმნებული ვარ სხვა გზები არსებობს. მაგალითად, შუქნიშნის გაკეთება“ - ამბობს ბარის მამედხანოვი

„ყველაზე დიდი საფრთხე ზაფხულსა და გაზაფხულზეა. ხეები რომ გამწვანებას იწყებს გზაზე მომავალ ტრანსპორტს ვერ ხედავს ადამიანი. ეს კი ყველაზე მეტად მოსწავლეებისთვის ქმნის საფრთხეს“
- ამბობს თაქალოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნანა ჩუნთიშვილი.

ტრამპლინის მოწყობის უარის შემდგომ მოსახლეობამ იმედი დაკარგა და არც ადგილობრივ თვითმმართველობისთვის მიუმართავთ, თუმცა გზაზე ტრამპლინის გაკეთების საჭიროებას კვლავ ხედავენ.






რადიო მარნეული

გულგუნ მემედხანოვა


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები