სოფლის მხარაჭერის პროგრამით ხიხანში სკვერი მოეწყობა
19 თებერვალს მარენულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. სოფლის კრებაზე 101 ხელმოწერა შეგროვდა რაც საკმარისია იმისათვის, რომ კრება ჩატარებულიყო.

მოსახლეობამ სოფელში სკვერისა და ატრაქციონების მოწყობას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებამდე ხიხანელები რამდენიმე შეხვედრის შემდგომ მივიდნენ.

ხიხანის მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე რამდენიმე წინადადება ჰქონდა შეტანილი. ბიბლიოთეკა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დახურული დარბაზი და სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე სასმელი წყლის მილების შეცვლა - ეს ის საკითხებია, რომლებიც ხიხანელებმა დღის წესრიგში დააყენეს.

„ამ პრობლემის მოგვარება მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. თუმცა, მივიდნენ შეთანხმებამდე და სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება სოფელში არსებული მინი მოედნის ტერიტორიასთან“ - გვითხრა ხიხანელმა ნანა გაბაიძემ

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხიხანელებმა სპორტული მოედნის მოწყობას მხარი არ დაუჭირეს ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელში მინი მოედანს მაინც გააკეთებს. როგორც მინი მოედნის რეაბილიტაციის იდეის ერთ-ერთმა ავრორმა ნანა გაბაიძემ გვითხრა, მან მერიისაგან მიიღო წერილობითი დადასტურება, რომ 2020 წელს ხიხანში სპორტულ მოედანს მოაწყობენ.

რაც შეეხება სასმელი წყლის მილების შეცვლას, ხიხანელებმა პრობლემის მოგვარების პირობა სოფლის კრებაზევე მიიღეს. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ პრობლემას აპრილის ბოლომდე მოაგვარებენ.

რადიო „მარენული“

ლელა მახარაძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები