სიახლე
კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სავარაუდოდ, მარტში დასრულდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის მილების გაყვანა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დასრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, სამუშაოები დღემდე გრძელდება.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში რადიო "მარნეულს" განუცხადეს, რომ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები მარტის დასაწყისში დასრულდება. კირაჩ მუღანლოელები სასმელ წყალს განახლებული მილებით მას შემდეგ მიიღებან, რაც სამუშაოების დასრულების შემდგომ სოფელი "მარნეულის სოფწყალის" ბალანსზე გადავა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრში სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტიტან 704 787 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს 420 ტონიანი საცავი და სასმელი წყლის მილები თითოეულ სახლთან უნდა მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ კირაჩ მუღანლოელებს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ. ამ დრომდე, სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.

რადიო „მარენული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია