მეხუთე წელია მარნეულში 33 350 ლარიანი შენობა უფუნქციოდ დგას
33 350 ლარიანი შენობა, უკვე მეხუთე წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში უფუნქცოდ დგას და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თვალსაჩინოებისთვისაა. პროექტის მიხედვით ის წესით ახალგაზრდული კაფე უნდა ყოფილიყო, თუმცა აშენებიდან ერთი წლის შემდეგაც ახალგაზრდული კაფეს ექსპლუატაციის კანონიერი ჩარჩო განსაზღვრული არ იყო.

ნაგებობა მართლაც პატარაა, ირგვლივ მინები აქვს და გამჭვირვალეა. მისი მშენებლობა 2016 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 350 ლარი დაიხარჯა.

ვერც მერებმ თოფჩიშვილის გამგებლობის პერიოდში და ვერც თემურ აბაზოვის მერობის განმავლობაში, შენობამ დატვირთვა ვერ შეიძინა. არც ახალ მერს, ზაურ დარგალს აქვს ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი თუ რა ფუნქცია შეიძლება შესძინონ შენობას.

„ჯერ არაფერი გეგმები არ გვაქვს მაგასთან დაკავშირებით. ვფიქრობდით მერიის დამხმარე შენობად, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ“ - თქვა ზაურ დარგალმა.

რადიო „მარნეული“ ჯერ კიდევ 2018 წელს დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა და რით შეიძლება დავტვირთოთ ცარიელი შენობა. აზრთა სხვადასხვაობაა მოსახლეობი
ს ნაწილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად, ზოგმა კი ფართი სიმცირის გამო უსარგებლოდ მიიჩნია.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები