„სამართლიანობა ხოჯალის“ - მარნეულში ღონისძიება გაიმართა

მარნეულში ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


24 თებერვალს, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ოფისში „სამართლიანობა ხოჯალოს“ ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება კონგრესის დირექტორმა, ჰუსეინ იუსუბოვმა გახსნა და ხოჯალოში უდანაშულოდ მოკლული ადამიანების შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის ყოფილი დეპუტატები ჰიდაიათ ჰუსეინოვი და რამიზ ბექიროი. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

ხოჯალოში გარდაცვლილი აზერბაიჯანლების ხსოვნა ერთწუთიანი დუმილი მიაგეს.

1992 წელს 26 თებერვალს სომხეთის შეეარაღებული ძალები ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტოსროლელი დივიზიის მონაწილეობით ქალაქ ხოჯალიში მცხოვრები მკვიდრების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელეს. მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშბევი მოკლეს.

კერძოდ, ხოჯალოს მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, ხოლო 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი – მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი. 150 კაცის ბედი დღემდე გაურკვეველია, უგზოუკვლოდ არიან დაკარგული. ხოჯალოში ამოხოცილი 613 ადამიანიდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული.

ხოჯალოს გენოციდის წლისთავი აზერბაიჯანში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აზერბაიჯანის საელჩოები და დიასპორა ყოველ წელს 26 თებერვალს მოსახსენებელ ღონისძიებებს და კონფერენციებს ატარებენ. ამ ღონისძიებებში ხოჯალოს ტრაგედიის ამსახველი ფოტო სტენდები გამოიფენება და ფილმების ჩვენება იმართება.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები