პროტესტის შემდეგ ალგეთის მოსახლეობას წყალმზიდი მანქანები მოემსახურება
დღეს, 25 თებერვალს, ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის მოსახლეობამ სასმელი წყლის არ არსებობის გამო აქცია გამართა და თბილისი-წითელი ხიდის გზა გადაკეტა.

ადგილზე პოლიცია იყო მბილიზებული. მოსახელობის პროტესტის დროს ადგილზე საკრებულოს დეპუტატი, ევროპული საქართველოს წევრი აჰმედ იმამყულიევი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილეები ლაშა ლობჟანიძე, ზაურ ტაბატაძე და შპს „სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი იმყოფებოდა.

ადგილობრივებმა გაიხსენეს, რომ მარნეული მერმა მათ დაპირება მისცა პროლემის მოგვარების თაობაზე, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.

დღეს, 25 თებერვალს , ზაურ დარგალი კიდევ ერთხელ დაჰპირდა მოსახლეობას, რომ სასმელი წყლის პრობლემას ახლომომავალში მოაგვარებენ.

„მოსახლეობის პრობლემა ჩვენი პირადი პრობლემაა. ჩვენ 3 150 000 ლარი გამოვყავით, რომ ყველას პრობლემა მოგვარდეს, სასმელი წყალი მოვიდეს. ვიდრე ეს მოგვარდება, მანამდე წყალს სპეციალური მანქანებით მოგაწოდებთ“
- თქვა ზაურ დარგალმა

დარგალმა აღნიშნა, რომ წყლის მიწოდებას სოფელში 27 თებერვალიდან შპს „სოფწყალი“ უზრუნვლყოფს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები