ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს რესტავრაცია უტარდება

მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტრიაზე არსებული აზერბაიჯანის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწისა და მწერალის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებულია.

ძეგლზე არსებული ფილები, რომელიც დაზიანებული იყო მოხსნეს და ახლით ანაცვლებენ.

ძეგლის აღდგენას მარნეულის საკრებულოს დეპუტატი აზად ქერიმოვი დადებითად აფასებს. ამბობს, რომ ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მარნეულის მერიას წერილით მოსახლეობამ მიმართა.

„ძეგლი დანგრევის პირას იყო. მე 21 თებევრალს მივწერე წერილი მერიას, რომ თუ შეძლებენ ბიუჯეტის ხარჯებით გააკეთონ ძეგლი თუ არა და საკუთარი სახსრებით ვიზავთ ამას მოქალაქეები“


აზად ქერიმოვის თქმით, მერიასთან მიწერილი წერილის შემდეგ ერთ კვირაში დაიწყო ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები.

„თუ ეს მერიის ინიციატივა იყო, ერთი წლის წინ რატომ არ დაიწყეს გაკეთება? ჩვენ არ გავინტერსებს ვინ გააკეთა და ვისი ინციიატივა იყო, რეკლამა არ გვჭირდებოდა. თუ მათი ინიციატივაა მაშინ მარნეულის კულტურის სახლსაც დაუბრუნონ სახელი და გვაჩვენონ ინიციატივა“ - ამბობს აზადი

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა თქვა, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

„ძეგლზე არსებული ფილები სრულიად დაზიანებული და მოძველებული იყო. ზამთრის თვეებში დავგეგმეთ მისი რესტავრაცია, უბრალოდ, ამინდები არ გვიწყობდა ხელს. ამავე ტერიტორიაზე პარკის მოსაწყობად კი პროექტის მომზადება ახლა დაიწყება“

ნარიმანოვის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებისათვის ტენდერი არ გამოცხადებულა.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები