მარნეულში სავარაუდო საკარანტინო ზონა შეირჩა

წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო საკარანტინო სასტუმრო უკვე შერჩეულია.
ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ ფართის მოძებნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკარანტინო ზონა აუცილებლად მარნეულში უნდა იყოს.

ლაფერაძე განმარტავს, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდა დავალებული საკარანტინო ფართის მოეძიება. ჯანდაცვის სამინისტრო კი არჩევანს ერთ-ერთ ოპტიმალურ ზონაზე შეაჩერებს.

„ჩვნ მოვიძიეთ კარანტინისთვის სავარაუდო ადგილი და გადავაწოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს. სავარაუდოდ, ისინი შეარჩევენ ერთ კონკრეტულ ადგილს. ასე გააკეთა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ რომელი შენობაც ვნახეთ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არის სასტუმრო, ახალი შენობაა, რაც არის გაკეთებული ვთვლი, რომ კარგი პირობებია. ახლა რეაგირებას ჯანდაცვის სამინისტროდან ველოდებით“ - თქვა ეთერ ლაფერაძემ

საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსი 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინსა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

რადიო "მარნეული"
თეა დავაძ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები