მარნეულელი ფეხბურთელი თურქეთის „გალათასარაიში“ ითამაშებს
მარნეულის საფეხბურთო კლუბ „გენჯლიკ“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელი ილქან აჰმედოვი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბ „გალათასარაის“ 18 წლის ასაკის ნაკრებში მიიწვიეს. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „გენჯლიკ“ კლუბის მთავარმა მწვრთნელი აჰმედ ისმაილოვმა განაცხადა.

ისმაილოვის თქმით, ილკინ აჰმედოვი 2011 წლიდან „გენჯლიკ“ კლუბის წევრია და დღემდე ქვეყნის ჩემპიონატებზე იღებდა მონაწილეობას. ასევე აღნიშნა, რომ ილკინი 2019 წლის ბოლოს თურქეთის კლუბ „ბურსასპორში“ თამაშობდა.

„2019 წელს ის ტრანსფერით „ბურსაში“ გადავიდა და „ბურსამ“ „ანტალია სპორტში“ გააგზავნა. ახლა ანტალია სპორტში გადის წვრთნებს და გუშინ მესამე წრთვნაზე გავიდა“ - გვეუბნება აჰმედ ისმაილოვი

აჰმედ ისმაილოვის თქმით, ილკინ აჰმედოვი „გალათასარაის“ კლუბში შემოწმებას გავიდა და მას კლუბის წევრობის საბუთი მისცეს.

„მე 50 წლიანი სტაჟი მაქვს ამ სფეროში. რამდენჯერ შემომთავაზეს სხვაგან სამსახური, მაფრამ არ წავედი რათა ბავშვები შუაგზაზე არ მიმეტოვებინა. მე შედეგის ნახვა მინდოდა. ილკინის შესახებ კი მინდა ვთქვა, რომ ის აუცილებლად დიდი ფეხბურთელი იქნება“ - გვითხრა აჰმედ ისმაილოვმა

ფეხბურთის კლუბ „გენჯლიკ“-ის მთავარი მწვრთნელის აჰმედ ისმაილოვის თქმით, სოფელ კირაჩ მუღანლოდან ნაილ ქარიმოვი, ალგეთიდან ისმეთ რამაზანოვი და მარნეულიდან კაზიმ ვალიევი მარტში თურქეთის ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბ „სივასპორში“ გადავლენ. სამივე ახალგაზრდა კლუბმა თავად შეარჩია.

რადიო „მარნეული“






Müəllif: Amil Məmmədov

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები