მარნეულის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მერიაში მისვლისგან თავი შეიკავონ
ადგილობრივი თვითმმართველობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ მერიაში მისვლისგან.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეძლებს.

ცხელი ხაზი: (0357) 22 33 21;
საინფორმაციო ხაზი: 591 95 95 09
ელექტრონული ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მერიის სამსახურების საკონტაქტო:

  • ადმინისტრაციული სამსახური - ნინო დეკანოიძე; ტელ: 599 85 99 80
  • ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური - გიორგი მეურმიშვილი; ტელ: 514 17 17 17
  • შიდა აუდიტის სამსახური - ბესო ნიჟარაძე; ტელ.: 595 46 94 54
  • საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური-ვუგარ მამედოვი; ტელ: 599 85 99 90
  • სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური - ვაჟა შუბითიძე; ტელ: 595 59 59 08
  • ზედამხედველობის სამსახური - გელა მუმლაძე; 591 97 48 97
  • სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - ლერი ფანგანი ტელ: 599 85 99 69
  • ეკონომიკის სამსახური - ინგა გოდოლაძე-ქორიძე; 599 08 02 05
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები