„24news.ge“- ს დამფუძნებელი აზერ მამედოვი საიტის რედაქტორის ილქინ ჰუსეინოვის წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ორგანიზაცია „ლიდერ მედია“- ს ფარგლებში მოქმედ „24news.ge“-ს ამბების პორტალ და 24news.ge - ს ინტერნეტ ტელევიზიის დამფუძნებელ აზერ მამედოვსა და საიტის მთავარ რედაქტორ ილქინ გუსეინოვს შორის გაუგებრობა მოხდა.
ილქინმა 11 მარტს „ფეისბუკზე“ დაწერა სამსახურიდან წასვლის პოსტი. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას გუსეინოოვი ამბობს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი აზერ მამედოვის მიდგომა გახდა. „მიდგომა თითქოს ყველაფერი მისია“ 

„თუ ეს მედია საშუალებაა, რატომ უნდა იყოს ასეთი მიდგომა, რომ ყველაფერი „ჩემია“. მედია საზოგადოებისაა, საზოგადოების ერთი ნაწილია და საზოგადოების ნათქვამი სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს. თუ აქ არსებობს „ჩემია“ ესეიგი მე იქ ვერ ვიქნები. მე ერთ-ერთი ვარ , ვინც ამ საიტის განვითარებაში („24news.ge“ ) წილი შევიტანე. საქართველოს „ლიდერ მედიას“ ორგანიზაციას მე დავარქვი სახელი, მასთან დაკავშირებით პროექტების ფუნდამენტი ჩავუყარე და აზერ მამედოვს მიავწოდე, ვებ საიტის განვითარებაში შევიტანე წვლილი. საიტის შექმნით მიზანი რეგიონში მედიის ნაკლებობის შევსება იყო. იურიდიულად ბევრი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ არ გავაკეთე. მე ვისთანაც პურ-მარილი ვჭამე, მათთან იურუდიულად არ ვსაუბრობ“- ამბობს ილქინ გუსეინოვი

გუსეინოვი ახალი საიტის შექმნას გეგმავს, რომელც მისი თქმით, რეგიონში ცვლილებებს მოახდენს.

სიტუაციის გასარკვევად ჩვენ აზერ მამედოვსაც დაუკავშირდით, რომელიც ილქინთად დავას საჭიროდ არ თვლის. ამბობს, რომ ხუთი წლის წინ, როდესაც İnter.az და ARB-ში მუშაობდა, ილქინ გუსეინოვს მასთან ოპერატორად მუშაობა შესთავაზა. აზერ მამედოვი ამბობს, რომ მან და ილქინმა ვებსაიტის მუშაობა ერთობლივი იდეის საფუძველზე დაიწყეს.

„ერთი წლის წინ, როცა საიტი შეიქმნა, გარკვეული იდეები გვქონდა. მან და მეც იდეები გავუზიარეთ ერთმანეთს და საიტის ფუნქციონირება გადავწყვიდეთ. გასულ წელს ვუთხარი, რომ ამ საიტს ვქმნით და შენ იქნები რედაქტორი, საიტის ყველა ხარჯებს კი მე მივიღებ და ორგანიზაცია მე უნდა მეკუთვნოდეს. მან თვითონაც თქვა, რომ მე შენი ხელმძღვანელობის ქვეშ ვიმუშავებო და სხვასთან ვერ ვმუშაობო. ასე დავიწყეთ მუშაობა და მე მას ვუთხარი შეცდომა შეცდომაა თუ რამე მსგავი იქნება დაგსჯი-თქო“- თქვა აზერ მამედოვმა

მამედოვმა თქვა, რომ ოფისის იჯარისთვის და კომუნალურებისთვის საერთო ჯამში 8000 ლარამდეა დახარჯული. მცირე ხარჯებსაც თუ ჩავთვლით, ხარჯის საერთო თანხა 10 000 ლარამდე აღწევს. მისი თქმით, ყველა ღონისძიებაში ილქინ ჰუსეინოვი მთავარ რედაქტორად იყო წარდგენილი და მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. აზერი ილქინის სამსახურიდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს.

„წინა დღეებში საიტზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ერთი საათით გაითიშა. ხელოსანს დავურეკეთ და ტელეფონი ჰქონდა გამორთული. სხვა საქმეები მქონდა და იქლინს ვთხოვე მასთან ხელახლა გადაერეკა ტელეფონს როცა ჩართავდა. როდესაც ხელოსანს დაუკავშირდა, უთქვამს, რომ აზერის სახელზე პრობლემებია და პასპორტია საჭიროო, გამომიგზავნეთ და შევასწორებო. ჩემი პირადობს მოწმობა იქლინსაც აქვს და ოფისშიც არის. მას თავისი პასპორტი გაუგზავნია და უთქვამს, ჩემს სახელზე გადაიტანეო. ხელოსანს ვკითხე ეს როგორ გააკეთე მეთქი და მას კი ეგონა, რომ ეს ჩემი თანხმობით მოხდა. ამის შემდეგ ილქინს ვუსაყვედურე და ღალატად აღვიქვი, მის მიმართ ნდობა დავკარგე. მეუბნება ერთად ვმუშაობთო და რა განსხვავება აქვსსო“, - ამბობს მამედოვი

მამდეოვმა ისიც აღნიშნა, რომ ილქინი ერთი წლის განმავლობაში საიტის პრეზენტაციაზე და ღონისძიებებშიც მთავარ რედაქტორად იყო წარმოდგენილი, ამის პრეტენზიაც არ ჰქონია. მისი თქმით, თუ იქლინს ექნებოდა რამე პრეტენზია მას აუხსნიდა სიტუაციას და მოაგვარებდა საქმეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები