მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია 30 050 ლარით გაიზარდა
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია გაიზარდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გააკეთა განცხადება, რომ მერია მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდიას ზრდის.

„კორონა ვირუსის გამო ა.ა.ი.პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია უნდა გაიზარდოს 30 050 ლარით“ - განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ სუბსიდიის გაზრდასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ თანხას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სპეციალური სამოსისა და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ მარენულის მასშტაბით სულ 12 თვითიზოლაციაში მყოფი პირი იმყოფება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების სულ 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები