სახალხო დამცელის ქვემო ქართლის ოფისი დისტანციურ მუშაობაზე გადადის
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. დროებით შეჩერებულია მოქალაქეთა მიღება ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. დაინტერესებულ პირებს განცხადებებისა და საჩივრების გადმოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზიც.

საჭიროებისას შეგიძლიათ დარეკოთ:

ცხელი ხაზი - 14 81
ელექტრონული ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ქვემო ქართლი ოფისი - 555 16 00 17, 591 70 10 73, 595 52 53 57

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო შეჩერებულია სწავლა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში. ასევე დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა რამდენიმე უწყება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები