„სალამის“ კამპანია ქალთა უფლებების დასაცავად (+ვიდეო)
კამპანიის ძირითადი მიზანი აზერბაიჯანელების შესახებ დამკვიდრებული არასწორი აზრების შეცვლაა. პლატფორმის წევრებმა განსხვავებული პროფესიის ადამიანები გადაიღეს და ვიდეო რგოლი მოამზადეს.

რადიო მარნეულთან საუბრისას სალამის წევრი და ვიდეოს სცენარის ავტორი, ელმარ ხალილოვი ამბობს, რომ ვიდეოს მეშვეობით სურდათ გაექარწყლებინათ ის სტერეოტიპები, „თითქოს ეთნიკური უმცირესობები ქალებს პატივს არ სცემენ და არ აფასებენ“

„არასწორი სტერეოტიპებია შექმნილი, ვითომ ჩვენ, ეთნიკური უმცირესობები, ბორჩალოს თურქები, ქალს არ ვცემთ პატივს. ამ მიზეზით ჩვენ არც პოლიტიკოსები და არც აქტივისტები გადაგვიღია, ჩვეულებრივი ადამიანები გადავიღეთ“- ამბობს ელმარ ხალილოვი

ვიდეორგოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ არახლოში და  მარნეულის სხვადასხვა ადგილებში გადაიღეს.

ელმარი ამბობს რომ სამომავლოდ განსხვავებული ფორმატის ვიდეოების გადაღებასაც გეგმავენ




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები