რადიო "მარნეული" დისტანციურ მუშაობაზე გადადის
16 მარტიდან რადიო „მარნეული“ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. ჩვეულებრივად გავა ეთერში ყოველდღიური ახალი ამბების გამოშვება 15:00 საათსა და 17:00 საათზე. დროებით არ გავა  დილის გადაცემა. რაც შეეხება საავტორო გადაცემებს, ისინი FM96.9-ზე განმეორებით, მნიშვნელოვანი თემებით გავა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რადიო „მარნეულმა“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

საქართველოს მასშტაბით მთავრობამ რეკომენდაცია გასცა დისტანციურ მუშაობაზე. 10 დღით დაიკეტა საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა.

გთავაზობთ რადიოს ორენოვანი საიტის მისამართს:

https://www.marneulifm.ge/
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები