მარნეულის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აუცილებელი საჭიროების გარდა, სახლები არ დატოვონ
მარნეულის მერი ზაურ დარგალი პირად ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს სადაც ძირითადად ასაკოვან მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლიდან გასვლისაგან თავი შეიკავონ. მერის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საზღვრები ჩაკეტილია და დღეიდან, 16 მარტიდან, რესტორნები და კაფე-ბარებიც დაიკეტება.

ზაურ დარგალი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, რომ ბანკებში წასვლისაგან თავი შეიკავონ და ამბობს, რომ პენსიონერებს პენსიას თავიანთ სოფლებში მიაწვდიან.

მარნეულის მერმა სასურსათო მაღაზიებში მოსახლეობის მომატებულ რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროდუქტების ნაკლებობა არაა რის გამოც პანიკის საფუძველი არ არსებობს.








Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები