მარნეულის ორი სოფლის მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოსა და კირაჩ მუღანლოს მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის არ სჯერა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მოსახლეობა კორონავირუსის მიმართ მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ მანიპულაციადაც კი მოიხსენიებს. ამბობენ, რომ წინა წლებში ღორის გრიპი და ქათმის გრიპიც იყო გავრცელებული რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, ახლა კი ეს ვირუსები აღარაა.

ადრე გვესმოდა ღოის გრიპის შესახებ. ახლა კოროავირუსზე საუბრობენ. ამბობენ, საქართველოშიც არისო, მაგრამ მე რატომღაც არ მჯერა“ - ამბობს 45 წლის კაცი

ჩვენს მიერ გამოკითხულები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ვირუსის არსებობა ხალხმა დაიჯერა, ისინი დაპანიკდნენ. კორონავირუსის გამო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სხვადასხვა სამსახურების დახურვის გამო კი მოსახლეობა ფიქრობს, რომ მალე სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება და ისინი საჭირო პროდუქტებს იმარაგებენ.

„როგორ უნდა დავწრმუნდეთ, რომ როგორც საზღვარები, ისე მაღაზიებიც არ ჩაიკეტება? მე მჯერა, რომ პურის გაყიდვა შეჩერდება და ამიტომ ფქვილი ვიყიდე, კარტოფილი, ხახვი ავიღე მერე რომ არ მქონდეს საპოვნელი“ - გვითრა 51 წლის მოსახლემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 637 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კორონა ვირუსის პრევენციისათვის თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კი კარანტინში სამი ადამიანი გადაიყვანეს.

რადიო „მარნეული“

Print