დაზიანებული ტრამპლინები სადახლოში

სადახლოში „მწოლიარე პოლიციელის“ უმეტესობა დაზიანებულია.

საზღვრისპირა სოფელში „მწოლიარე პოლიციელის“ დაზიანების მიზეზად მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ავტომობილებს ასახელებენ.

„ადრე ტრამპლინები იყო და ამიტომ მანქანები იძულებულნი იყვნენ დაბალი სიჩქარით ევლოთ. ახლა კი ტრამპლინები დაზიანებულია და ავტომობილები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. ეს კი ავარიის რისკს ზრდის“ - ამბობს ადგილობრივი.

რამდენიმე დღის წინ სადახლოში ორი ახალი „მწოლიარე პოლიციელი“ დაამონტაჟეს. დამატებითი „მწოლიარე პოლიციელის“ დასამონტაჟებლად სადახლოს მოსხლეობას მერიისთვის ოფიციალური წერილით მიმართვა მოუწევთ.

ავტორი: აისუნ შაფაროვა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები