კირაჩმუღანლოელები ამბობენ, რომ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვა მათ სავაჭრო ობიეტებზე უარყოფითად აისახა

წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ სოფელ კირეჩ მუღანლოს მცხოვრებლების სავაჭრო ობიექტებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.


შეიძლება ითქვას, რომ კირაჩმუღანლოელებისათვის საზღვარზე მდებარე ობიექტები მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, თუმცა ახლა ვაჭრობა გაჩერებულია და დახლების უმრავლესობა გაუქმებული. ადგილობრივების თქმით, საზღვარის ჩაკეტვის დღიდან სოფელში სიჩუმეა, მხოლოდ თვითონ ყიდულობენ ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებს.

„ადრე გზები იმიტომ იკეტებოდა რომ მოვაჭრეები ბევრნი იყვნენ. მაგრამ ახლა ობიექტები რომ არ მუშაობს მაგაზე ვწუხვართ. იმედია, ამ მდგომარეობიდან მალე გამოვალთ. მაღაზიის ასე მუშაობა ამ თვეში ჩვენთვის ზარალი იქნება“-ამბობს ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე. 

მცხოვრებლების ნაწილი საზღვრის ჩაკეტვას დადებითად აფასებს. ფიქრობენ, რომ საზღვრის გადაკეტვით ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდება.

„საზღვარი დიდი ხანის წინ უნდა ჩაეკეტათ. ბევრი ხალხი დადის და მეტია ვირუსის გავრცელების საფრთხე. ჩემი აზრით, კორონავირუსის გავრცელებაში საზღვრები დიდ როლს თამაშობენ იმიტომ, რომ ადამიანები ყველაზე მეტად საზღვარზე მოძრაობენ“

საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი 10 დღით ჩაკეტა. დროებითი შეზღუდვა მხოლოდ მოქალაქეებისთვის მოქმედებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები