მარნეულში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის „ჯეო-ჯოსპიტალის“ კლინიკაში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუფიქსირადა. ამის შესახებ ინფორმაცა რადიო „მარნეულს“  ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ დაუდასტურა და თქვა, რომ ამ წუთებში საავადმყოფოში სადენზინფექციო სამუშაოები ტარდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ეპიდემიოლოგების მოსვლას ელოდებიან.

სწორედ თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები მიიღებენ გადაწყვეტლებას პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად.

შენგელაიას თქმით, თავიანთი მედ პერსონალი შესაბამისი ეკიპირებით იყო აღჭურვილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გადაიყვანენ თუ არა თანამშრომლებს კარანტინში. პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სავარაუდოდ, რისკ ჯგუფ ქვეყანაში მოგზაურობის გამოცდილება აქვს. რადიო მარნეულის ინფორმაციით, ის კლინიკაში 18 მარტს მოათავსეს.


შესწორება: რადიო "მარნეული" მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ხელმძღვანელს, ეთერ ლაფერაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ წუთებში "ჯეო-ჰოსპიტალში" იმყოფება. ლაპერაძემ გვითხრა, პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავისრუსი დაუდასტურდა საზღვარი არ გადმოუკვეთავს. დაინფიცირეის წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები