მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულმა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა
მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულმა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა თქვა, და აღნიშნა, რომ ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებულის აზერბაიჯანში მოგზაურობის გამოცდილების შესახებ მისი ახლობლებისაგან შეიტყვეს. თავად ინფიცირებული კი ამ ფაქტს უარყოფდა.

მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი დღეს, 22 მარტს, დაუდგინა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ის გორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები