მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაწესებული შეზღუდვები
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღს, რაც მარნეულელ ქალს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა:

• „დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი.
• ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
• მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
• მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საველე ჰოსპიტალი ხოლო „ავერსის“ კლინიკა გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულება.

მარნეულის ტერიტორიაზე ნაწილობრივ შეზღუდული იქნება მედიასაშუალებების ფუნქციონირებაც. ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებენ მუნიციპალიტეტში არსებული მედიასაშუალებები, ხოლო ცენტრალურ მედიას ინფორმაციის მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან მოუწევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები