„მოსახლეობას ვურჩევ, სახლში დაჯდნენ და წესებს დაემორჩილონ“ - რუსლან ჰაჯიევი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს, რომ კორონავირუსისაგან თავის დასაცავად სახლში იჯდნენ და წესებს დაემორჩილონ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რუსლან ჰაჯიევმა თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამო სახელმწიფო სტრუქტურები ყველა სახის პრევენციულ ღონისძიებას ატარებს.

„ადამიანებს მოვუწოდებ, უნდა დაიცათ წესები, სახლში უნდა იჯდეთ. მარნეულში ვხედავ, რომ ისავ დადიან მანქანებით. კარგი იქნებოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ხალხი სახლებში დარჩნენ“ - თქვა რუსლან ჰაჯიევმა

მარნეულელი დეპუტატის თქმით, ის ოჯახთან ერთად სახლში რჩება.

„მე სახლში ვიჯექი და დღეს მოვედი შტაბში (ქართული ოცნების ოფისი). ახლა ისევ სახლში დავბრუნდები. სხვა რა უნდა ვაკეთო, შვილებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ვარ სახლში“ - გვითხრა რუსლან ჰაჯიევმა

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები