ჯერ კიდევ გუშინ ყველა გარეთ იყო, დღეს აღარავინაა - ვითარება ქვემო სარალში
სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობა კარანტინის წესებს ივავს და გარეთ არ გადიან. სოფლის გზები და ცენტრალური ქუჩები ცარიელია.

ქვემო სარალელი ჰუსეინ ალიევის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია ტელევიზიით მიიღეს. დღეს კი შვილიშვილმა მას უთხრა, რომ მარნეულში კარანტინია გამოცხადებული.

„ადრე ადამიენბი ქვეყნის გადასარცენად ომში თუ მივდიოდით ახლა ჩვენივე სიცოცხლის დასაცავად სახლში უნდა დავრჩეთ და წესებს დავემორჩილოთ“ - გვითხრა ჰუსეინ ალიევმა

16 წლის ლამან გარაჯაევას თქმით, მან მარნეულის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით მიიღო, შემდეგ კი მეზობლებს და ახლობლებს უთხრა.

„მე პირვლად როცა გავიგე შევშფოთდი და მაშინვე ასაკოვან ადამიანებზე ვიფიქრე, თუ როგორ მიიღებდნენ ამ ინფორმაციას. შემდეგ ჩემს მეზობლებსა და ნათესავებსაც შევატყობინე ინფორმაცია“ - ამბებს ლამან გარაჯაევა

ქვემო სარალელი ამირხან გარაჯაევის თქმით, ჯერ კიდევ გუში სოფლის მოსახლეობა ცენრში იკრიბებოდა და სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ, დღეს კი გარეთ არავინაა.

„სოფლის ცენტრში იმდენი ადამიანი იყო ხოლმე, ახლა კი რამდენიმე კაცსაც ვერ ხედავ ერთად. ვფიქრობ ჩვენთვის და სხვებისთვისაც სახლში უნდა დავრჩეთ“ - გვითხრა ამირხან გარაჯაევმა

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

ავტორი: კუბრა გარაჯაევა






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები