მთავრობა კორონავირუსის გამო ეთნიკური უმცირესობების ენაზე საინფორმაციოა ხასიათის შეტყობინებებს აგზავნის
საქართველოს მთავრობა მარნეულის და ბოლნისის რაიონებში დაწესებულ კარანტინის რეჟიმთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ენაზე მოსახლეობას სარეკომენტაციო მესიჯების უგზავნის.

სმს შეტყობინებები ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს.

იგივე შინაარსის მესიჯები მოქალაქეებს ქართულ ენაზეც ეგზავნებათ.

დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები