მარნეულის საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით ქუჩებში ინფორმაცია სამ ენაზე ვრცელდება
მარნეულში გამოჩდნენ მანქანები, საიდანაც მოსახლეობას ხმის გამაძლიერებელით მიეწოდება ინფორმაცია მარნეულის საკარანტინო რეჟიმზე გადასვლის შესახებ. როგორც რადიო მარნეულს მარის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკთხებში ადილ ალიევმა უთხრა, ინფორმაცია მოსახლეობაში სამ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური) ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები