პაციენტები მარნეულის ბლოკ-საგუშაგოსთან

მარნეულის გასასვლელთან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მუნიციპალიტეტის დატოვების ნებართვას ელიან.

ერთ-ერთ მათგანს დღეს ოპერაცია აქვს ჩანიშნული, თუმცა ოჯახმა არ იცის, გაუშვებენ თუ არა მარნეულიდან. სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.

სამართალდამცველები მოქალაქეებს ინფორმაციის მიღებაში ეხმარებიან, რეკავენ სამედიცინო დაწესებულებაში და არკვევენ, მიიღებს თუ არა ესა თუ ის სამედიცინო დაწესებულება მომლოდინე პაციენტებს. კლინიკიდან თანხმობის შემთხვევაში გაიცემა მუნიციპალიტეტის დატოვების ნებართვა.

მარნეულსა და ბოლნისში დღეს, 24 მარტს, საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეა. ქუჩებში ხალხი აქა-იქ თუ შეინიშნება. ხალხმრავლობა მხოლოდ ბლოკ-საგუშაგოებთანაა, სადაც ხალხი, და მეტწილად სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტები, თბილისში წასვლის ნებართვას ელიან.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები