მარნეულელებს კორონავირუსის სიმპტომებზე ამოწმებენ
მარნეულის მასშტაბით მოსახლეობის შემოწმება მიმდინარეობს. 12 ბრიგადა, რომელიც ორი ან სამი ექიმისგან შედგება სოფლებში დადიან, მოსახლეობსა ტემპერატურას უზომავენ და რეკომენდაციის გათვალისწინებისაკენ მოუწოდებენ. დაახლოებით 13:00 საათზე დაიწყო მოსახლეობის შემოწმება სოფელ საიმერლოში.

„დილის 08:00 საათზე გამოვედით, თითქმის ყველა ოჯახში ჩავატარეთ აღწერა. ვამზადებთ სწრაფი ტესტებისთვის რაოდეობის კონტიგენტს. ვამოწმებთ განსაკუთრებული რისკის ადამიანებს, ვუზომავთ სიცხეს“ - თქვა წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულის უბნის ექიმმა ლია ზაქაიძემ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.


მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი, 22 მარტს, დაუდგინა. ის თბილისის საუნიერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ამ ეტაპზე მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულის 1700-მდე კონტაქტი იკვეთება.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები