სიახლე
მარნეულში ქუჩების დეზინფექცია იწყება

დღეს, 25 მარტს, მარნეულის ქუჩების დეზინფექცია იწყება.
სადენზინფექციო ხსნარი მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს.  სამუშაოებს მერია ჩაატარებს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქის ქუჩების დეზინფექცია იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, სოფლებშიც გაგრძელდება, თუმცა ვადები უცნობია.

დეზინფექცია ჩატარდება იმ  ქუჩაზეც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახი ცხოვრობს. მარნეულელ ქალს covid-19 22 მარტს დაუდგინდა, 24 მარტს კი კორონავირუსზე დადებითი პასუხი მისი ოჯახის ოთხმა წევრმა მიიღო. ამ დრომდე ოჯახის საცხოვრებელი ქუჩა სადენზინფექციო ხსნარით არ დაუმუშავებიათ.

რადიო „მარნეული“ არკვევს, რა რაოდენობის ხსნარი გადმოეცა მუნიციპალიტეტს და რამდენი ქუჩის დამუშავებას ეყოფა ის.

მარნეულში კარანტინის მესამე დღეა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია