სიახლე
ამ ეტაპზე, 24 000 მარნეულელია კორონავირუსის სიმპტომებზე შემოწმებული - ზაურ დარგალი
მარნეულის მასშტაბით კორონავირუსის სიმპტომებზე 24 000 ადამიანია შემოწმებული. აღნიშნული განცხადება მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გააკეთა.

ზაურ დარგალის ინფორმაციით, გუშინ, 24 მარტს, მაღალი სიცხე 25 ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო ორს სხვა, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი, სიმპტომები აღენიშნებოდა და მათ შემოწმება ჩაუტარდათ. დღეს, 25 მარტს, მუნიციპალიტეტში 5 000-მდე მოქალაქე შეამოწმეს, სიცხე კი მხოლოდ ერთს ჰქონდა.

მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემოწმებულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ უფიქსირდება.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალს ამ დროისათვის 46-მა ადამიანმა მიმართა. მარნეულის მერის განმარტებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია