სიახლე
მარნეულის ბანკებთან პოლიციელები დგანან
23 მარტს მარნეულის ჩაკეტვის შემდგომ ბანკომატებთან მოსახლეობის დიდი რაოდენობა შეინიშნებოდა . მოქალაქეები ბანკებიდან თანხის გამოტანას ცდილობენ.

დღეს, 25 მარტს, მარნეულში არსებულ ბანკომატებთან საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დადგნენ.



როგორც რადიო "მარნეულს" მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, ბანკომატებთან სამართალდამცავების მობილიზება მოსახლეობის მომატებულ რაოდენობას უკავშირდება. მისი თქმით, მერიისა და პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ, რომ მოქალაქეებმა დისტანცია დაიცვან.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია