სიახლე
დაცარიელებული მარნეულის ბაზარი - ფოტო
მარნეულის ცენტრალური ბაზარი ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ბაზრის შესასვლელები მანქანებით იყო სავსე, ვაჭრები და მყიდველები ერთმანეთში ირეოდნენ, სხვადასხვა სურსათისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გამოსული მოსახლეობა ბაზრის ვიწრო „ქუჩებში“ გადაადგილდებოდა.

ხალხმრავლობა, აურზაური და მუდმივი გადაადგილება მარნეულის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო.

დღეს, 25 მარტს, კორონავირუსის გამო მარნეულის ჩაკეტვისა და მკაცრი კარანტინის გამოცხადების შემდგომ ვითარება შეცვლილია. დახლები ცარიელია, ხოლო ვიწრო ქუჩები, სადაც დღეში ასობით ადამიანი გადაადგილდებოდა უკაცრიელი.






ადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია