სიახლე
მარნეულელი ახალგაზრდები კორონავირუსის სიმპტომებზე შემოწმებით უკმაყოფილოები არიან

მარნეულელი ახალგაზრდები კორონავირუსის სიმპტომებზე შემოწმებით უკმაყოფილოები არიან.


ამბობენ, რომ თითქმის ყველა სოფელში კორონავირუსის სიმპტომებზე შემოწმება სხვადასხვანაირად ხდება და ზოგ ექიმს სპეციალური ეკიპირებაც არ გააჩნია. არც ყველა ოჯახს ამოწმებენ.  

ნოვრუზ მეჰდიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაზაკენდში ცხოვრობს. გვითხრა, რომ მათი ქუჩის დეზინფეცია იწყება, თუმცა ოჯახები უცნაურად შეამოწმეს.

„3 სახლში ისე მივიდნენ და ჰკითხეს, სიცხე ან ხველა თუ ჰქონდათ. 3000 ადამიანია სოფელში და მხოლოდ 3-4 ოჯახი შეამწომეს“

მსგავი პრობლემის გამო სოფელ სარალშიც ჩივიან. ჩვენს რესპონდენტს ვინაობის გამხელა არ სურს. გვითხრა რომ 24 მარტს მათთან ექიმები ნიღბების და ყოველგვარი ეკიპირების გარეშე მივიდნენ.

რადიო მარნეულმა საკითხის გარკვევა მარნეულის საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან ეთერ ლაფერაძესთან სცადა, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.

მარნეულში კორონავირუსზე შემოწმება გუშინ, 24 მარტს დაიწყო.

 

| Print |
თეგები: covid-19