კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა მარნეულში
მარნეულში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივეერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში თქვა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე ელოდებიან პაციენტს მარნეულიდან.

როგორც რადიო მარნეულს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, სხვა დამატებით ინფორმაციას ინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით ვერ მოგვაწვდიან. შესაბამისად, უცნობია აქვს თუ არა ამ შემთხვევას კავშირი პირველ ინფიცირებულ ქალთან.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.
Print