მარნეულის მერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
მარნეულის მერი ზაურ დარგალი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას , რომ დარჩნენ სახლში და იზრუნონ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. „დარჩით სახლში, გთხოვთ! ყველაზე ეფექტური ახლა სახლში დარჩენაა“. მარნეულის მერი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება კორონა ვირუსის სიმპტომებზე.

„იცით, რომ ექიმებს ტესტი ჩაუტარდათ კორონავირუსზე და მათ პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ასევე არ დაუდარსტურდა კორონავირუსი 9 დღის ბავშვს, რომელიც მარნეულიდან თბილისში გადაიყვანეს. დღეს, 13:00 საათის მონაცემებით, 3 000 ადამიანთან კიდევ იყვნენ ექიმები, შეამოწმეს და არცერთ არ აღმოაჩნდა სიცხე. მოსახლეობამ კარგად რომ გაიოს ვიტყვი, რომ ეს სკრინინგი არის დიმპტომების, ეს არ არის ტესტირება. რომ შევაჯამოთ, გუშინდელი და დღევანდელი მონაცემებით 38 000 ადამიანი შემოწმებული. 16:00 საათზე კიდევ ახალი მონაცმები გვექნება“ - თქვქ ზაურ დარგალმა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა:

• შეიზღუდა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი.
• ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
• მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით შეიზღუდა გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
• მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

Print
თეგები: covid-19