კარანტინის შემდეგ მარნეულში ნარჩნების რაოდენობა გაიზარდა - შპს "სუფთა მარნეული"
შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე აცხადებს, რომ მუნიციალიტეტში ნარჩენების რაოდენობა, კარანტინის შემდგომ თითქმის გაორმაგდა.

„ნარჩენების რაოდენოა გაიზარდა. რაც კარანტინი გამოცხადდა და ხალხი სახლშია, უფრო მეტი დაემატა. ორმაგი შრომა გვიწევს, გუშინაც ღამე, 23:00 საათზე, მივედი სახლში“

მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს სულ 6 ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება.  

მეოთხე დღეა, რაც მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა:

• შეიზღუდა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი.
• ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
• მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით შეიზღუდა გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
• მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.






Print