გერმანიაში ჩარჩენილი მარნეულელი გოგო ( ვიდეო)

დეა ხერგიანი თებერვალში მარნეულიდან გერმანიის ქალაქ ვუსტროვში, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაოდ წავიდა. მასთან ერთად გერმანიის სახვადასხვა ქალაქში საქართველოს 19 მოქალაქე ჩავიდა. დეა და მასთან ერთად უცხოეთში ჩარჩენილი თამუნა ბერიაშვილი, წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

ფრენები გაუქმდა. სასტუმრო სადაც დეა და მისი მეგობრები მუშაობდნენ დაიკეტა.

ჯერ-ჯერობით გვაძლევენ აქ ცხოვრების უფლებას, მაგრამ არ ვიცით როდემდე. როგორც კი დაიკეტა ჩვენი სასტუმრო, იმ დღესვე დავუკავშრდით პაატა ბურჭულაძის ფონდ ''იავნანას'', გავიგეთ, რომ ეხმარებოდნენ სტუდენტებს სამშობლოში დაბრუნებაში და მართლაც დაგვიჯავშნეს 3 აპრილს ბერლინი-თბილისის ბილეთები. ვიყავით იმედიანად და ჩვენს უფროსებსაც ვუთხარით, რომ სამში მივფრინავდით და საცხოვრებელსაც დავტოვებდით, მაგრამ რამდენიმდე დღის წინ გამოქვეყნდა ''საგარეო საქმეთ სამინისტორს'' განცხადება უახლოესი 2 კვირის ფრენებთან დაკავშირებით ევროპიდან საქართველოში, სადაც ჩვენი ფრენა ნახსენები არ არის“, - ყვებიან გოგონები ვიდეომიმართვაში.

როგორც დეამ გერმანიაში საქართველოს საელჩოში გაარკვია, 10 აპრილამდე საქართველოს მიმართულებით ფრენები დაგეგმილი არ არის.

რაც შეეხება ფინანსებს, თვენახევარი მოგვიწია მუშაობა და ხელფასიც შესაბამისი გვაქვს შემორჩენილი, მაგრამ არ ვიცით როდემდე მოგვიწევს კიდევ აქ ყოფნა და როდემდე შევძლებთ საკუთარი თავის რჩენას“.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, ვებ გვერდზე გამოქვეყნებული რეისების გარდა, სახვა ფრენა დაგეგმილი არ არის. გერმანიაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს კი საქართველოს საელჩოსათვის მიმართვა შეუძლიათ, სადაც მათ სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.

საგარეა საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იყო მითითებული რეისი თბილისი-ბერლინი-ბათუმი 23 მარტს, თუმცა გოგოებმა ამის შესახებ გვიან გაიგეს და რეისი უკვე შევსებული იყო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები