საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების შემთხვევები

დღეს, 27 მარტს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 81 ადამინია ინფიცირებული.

stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, მოიმატა კარანტნში და სტაციონარში გადაყვანილი მოქალაქეების რაოდენობამაც.

ამჟამად, კარანტინსი 4 505 ადამიანია გადაყვანილი. 247 კი სტაციონარულ მეთვალყურეობის ქვეშაა. საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 ადამიანი. კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.


რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ

 

Print