მარნეულში კიდევ ერთი ჯვრის აღმართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია
დღეს, 27 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სადაც ასახულია თუ როგორ აღიმართება ჯვარი ქალაქ მარნეულის შესასვლელში მდებარე აბრასთან „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯვრის აღმართვის სამუშაოები დღეს, 27 მარტს, დილის საათებში მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.



სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები 2016 წელსაა გადაღებული.

ფოტო: რადიო

23 მარტს, სასულიერო პირებმა მარნეულის ქუჩები აკურთხეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მანქანიდან სასულიერი პირებმა ნაკურთხი წყალი ქუჩებში მოასხურეს. კურთხევის რიტუალი კორონავირუსის პრევენციას უკავშირდება.

23 მარტს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპისმა გიორგი (ჯამდელიანი) რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარებისა და ქალაქის ჩაკეტვის გამო, სასულიერო პირები წირვა-ლოცვებს ჩვეულებისამებრ, ტაძრებში გააგრძელებდნენ, ხოლო მრევლი სახლიდან ილოცებდა.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები