თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრიდან 12 თანამშრომელი გაანთავისუფლეს
25 მარტს თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის 11-მა მსახიობმა და დირექტორის მოადგილემ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ წერილები მიიღეს.
მათი განთავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულმა დრამატულმა თეატრმა 11 მარტს მიიღო.
მსახიობებისა და დირექტორის მოადგილესთვისაც სამსახურიდან განთავისუფლების რეალური მიზეზი უცნობია. თეატრის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნამიგ ჰაჯიევი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ მისი და მისი თანამშრომლების განთავისუფლება, სავარაუდოდ, 2019 წელს თეატრში ახალი სამხატვრო დირექტორის თურგაი ველიზადეს დანიშვნას უკავშირდება. მისი თქმით, თეატრის აღდგენის დღიდან თურგაი ველიზადესთან ერთად მუშაობდნენ. ნამიგ ჰაჯიევი ამტკიცებს, რომ ველიზადე თეატრის სამხატვრო დირექტორად სპეციალურად დანშნა, რათა შემდგომში თეატრი დაეხურა.

„ ახალი სამხატვრო დირექტორის დანიშვნის ღონისძიებები ყოველთვის თეატრში ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ ველიზადეს დანიშვნა სამინისტროში მოხდა. ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა ამას. თავიდანვე ვიცოდით თუ რას მოიტანდა მისი ასე დანიშვნა“ - გვითხრა ნამიგ ჰაჯიევმა

დირექტორის ყოფილი მოადგილე გვეუბნება, რომ 2018 წელს დაფუძნებული თეატრი „ერა“ რეპეტიციებს ყოველთვის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში გადიოდა, მაგრამ ველიზადეს სამხატვრო დირექტორად დანიშვნის შემდეგ „ერას“ მსახიობები თეატრს ჩამოაშორეს.

„თვითონ მოვიდა და თავისი თვი ახალ დირექტორად გამოაცხადა. აზერბაიჯანელი ბუღალტერი გვყავდა და ისიც გაანთავისფლა და თავისი ქართველი ნაცნობი დანიშნა ბუღალტერად. ეს ყველაფერი იანვარში და მარტში მოხდა. აპრილში თანამშრომლებს პრემიები გადაეცათ და 1 თვის თნამშრომელს, ახალ ბუღალტერს, პრემია გადასცა და წლების თანამშრომლებს არ მისცა. რამდენჯერ დაგვპირდა, რომ თანამშრომლებს შვებულებამდე პერიმიებს დაურიგებდა მაგრამ არ გააკეთა“ - გვითხრა ნამიგ ჰაჯიევმა

ჰაჯიევი აღნიშნავს, რომ 2018 წელს კომპანია სოკარმა თატრის მხარდაჭერისთვის 15 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა ყოფილი სამხატვრო უფროსის მიერ, პრემიის სახით, თანამშრომლებზე ნაწილდებოდა. ჰაჯიევი აცხადებს, რომ ველიზადეს სამხატვრო დირექტრად გახდომის შემდგომ ეს ყველაფერი შეწყდა და სამხატვრო დირექტორ პრემიას მხოლოდ იმას აძლევდა, ვისაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.

ნამიგის თქმით, საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ახლო მომავალში კი საზოგადოებისთვის ღი წერილით მიმართვას აპირებენ.
თეატრიდან გაანთავისუფლეს: ნამიგ მუსაევი, ვუგარ მაშოვი, ანარ რაფიგოღლუ, აზერ ალიევი, ბინალი ისლამოღლუ, ფაზილ ბაირამოვი, შეილა ჯაფაროვა, ნამიგ ჰაჯიევი, გახა ლაზარიშვილი და კიდევ ორი თანამშრომელი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები