კორონავირუსის პრევენციისათვის მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩასატარებლად, მარნეულის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოყო.



მარნეულის მერის ბრძანებაში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სარეზერო ფონდის თანხა შემდეგი საჭიროებებისათვის შეიძლება დაიხარჯოს: სხვადასხვა საკვები პროდუქტი, სამუშაო ტანსაცმლი, სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები, სამიდიცინო მოწყობილობები, ავეჯის აქსესუარები, ფარმაცევტული პროდუქტები, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ბუნებრივი წყალი, სასტუმროს მომსახურება, რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურება, სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მომსახურება, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება, დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურება.

ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძეა.

როგორც რადიო „მარნეულს“ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეუბნება, ამ ეტაპზე უცნობია, უკვე რამდენი დაიხარჯა სარეზერვო ფონდის 100 000 ლარიდან. დეტალური ინფომრაცია თანხის რაოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხელმისაწვდომი მხოლოდ მარნეულში კარანტინის დასრულებისა და მერიის ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების შემდეგ იქნება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები