404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
მარნეული
ბაღის ბავშვები დღიური ულუფის გარეშე და გაერთიანებაში დარჩენილი 1000 კვერცხი
მარნეულის მუნიციპალიეტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება, არდადეგების განმავლობაში, აღსაზრდელებს საკვები პროდუქტებით ვერ უზრუნველყოფს. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი მსგავს პროცედურას რთულად მიიჩნევს. 

ძალიან რთული პროცედურაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დღეში 44 გრამი არაჟანი, მაწონი შვრია და სხვადასხვა პროდუქუქტი უნდა გავცეთ, ეს როგორ იქნება? რთულია. მე სხვა გაერთიანებების უფროსებსაც ვესაუბრე და ისინიც ჩემ აზრზე არიან. ვფიქრობ, მერეც შეგვიძლია რამის გაკეთება, მაგალითად, ეკონომიის შედეგად რაც დაგვრჩება, რამეს მოვიფიქრებთ ბავშვებისთვის“.

ზაურ ქარამოვი შიშობს, რომ ამ კამპანიის წამოწყებით, შესაძლოა, კოროავირუსის გავრცელებას მეტად შეუწყონ ხელი. სპეციალური აღჭურვილობის შეძენა კი ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

„ასეთი რამ რომ გავაკეთოთ, უნდა მოვიდნენ თანამშრომლები, მშობლები და კონტაქტი ახლო იქნება და შესაძლოა, ხელიც შევუწყოთ კორონავირუსის გავრცელებას. ძალიან დიდ ხარჯთანაა ასევე დაკავშირებული სპეციალური ტანსაცმელი და სადენზინფექციო საშუალებები“.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, მარაგში მხოლოდ 1000-მდე კვერცხი დარჩა. ამ პროდუქტის გადაცემას სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის აპირებდნენ, თუმცა კვერცხები არასაკმარისად მიიჩნიეს და გადაიფიქრეს. პროდუქტი ახლა ბაღის თანამშრომლების სახლებში ინახება. სწავლის განახლების შემდეგ, დაახლოებით 350 ლარის ღირებულების კვერცხი მათ უკან უნდა დააბრუნონ, გაერთიანება კი მომწოდებელ კომპანიას გადაუცვლის.

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეწყვიტეს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა აღსაზრდელისთვის კუთვნილი ულუფა სახლში მიეწოდებინა. თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა 19 მარტიდან დაიწყო. ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, დედაქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანებისთვის არ მიუმართავს.

ბავშვების კუთვნილი ულუფით უზრუნველყოფის საკითხი არც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განიხილება.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია